დემოკრატიული მმართველობა

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. იანვარი 2008

ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

UNDP ხელს უწყობს რეფორმების გატარებას ისეთი საკვანძო საჯარო სტრუქტურების მიერ, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, სამინისტროები, უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველის ოფისი და ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საჯარო სექტორის რეფორმა

UNDP-ის ხელშეწყობა იმ პრიორიტეტულ სფეროებს მოიცავს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. ხოლო დახმარების მექანიზმს ქმედითუნარიანობის ზრდის ფონდი და მოთხოვნაზე დამყარებული კონსულტაცია წარმოადგენს.

მოთხოვნაზე დამყარებული კონსულტაცია წარმოადგენს მოქნილ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც UNDP ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს ზოგიერთ სამთავრობო უწყებას და ეხმარება საქართველოს მთავრობას გაატაროს რეფორმები.

სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა

UNDP-ის დახმარება ოთხ საკვანძო მიმართულებას მოიცავს – კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრაცია, კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი, სტაბილური საარჩევნო კოდექსი და სამოქალაქო მონაწილეობა.

საპარლამენტო განვითარება

UNDP ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტს წარმატებით შეასრულოს წარმომადგენლობითი ფუნქცია, გაამარტივოს კანონშემოქმედების პროცედურა, დახვეწოს ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემები.

ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მხარდაჭერა

UNDP წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და მასთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან, რომლის მთავარ ფუნქციას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

სასამართლო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა

უზენაეს სასამართლოში UNDP ხელს უწყობს სპიკერ მოსამართლეების ინსტიტუტის განვითარებასა, სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემის დახვეწას და საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან თანამშრომლობით UNDP ახორციელდებს პროექტს, რომელიც სამინისტროს ფარგლებში არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებას ემსახურება.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა

UNDP ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეფექტური კოორდინირება გაუწიოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას.

გენდერული თანასწორობა  

UNDP მხარს უჭერს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს და მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესთან გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების სრულყოფის მიზნით.

 

პროექტები

პროექტის ID სათაური ხანგრძლივობა
00052418 სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერა 2006-06-01 - 2010-12-31
00012692 საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ხელშეწყობა 2006-01-10 - 2010-12-31
00048522 მმართველობის რეფორმის ფონდი 2007-10-01 - 2010-12-31
00069257 ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა 2009-01-01 - 2012-12-31
00063778 საზღვრის ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (SCIBM) 2009-01-01 - 2012-09-30
00055606 მოთხოვნაზე დამყარებული კონსულტაცია 2007-03-16 - 2010-12-31
00071754 ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებული დემოკრატიის პირობებში 2010-01-01 - 2011-12-31
00074640 ქართული მედიის მონიტორინგი 2010-04-25 - 2012-01-31
00059653 სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა 2010-03-01 - 2011-09-30
00081311 გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში 2011-10-31 - 2014-10-31
არჩევნების ხელშეწყობა 2012-04-25 - 2014-04-25
Erotik film kralcafe.net