საკონტაქტო ინფორმაცია 

რ.ერისთავის ქ. #9
თბილისი 0179 საქართველო

ტელ: +995 (32) 2251126
ფაქსი: 995 (32) 2250271
ელ.ფოსტა: registry.ge@undp.org

 

გაერო საქართველოში

 

საქართველოს ხელისუფლება

 

საერთაშორისო ორგანიზაციები

 

UNDP საქართველოში

1992 წლის ივლისში საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა, რასაც 1993 წლის დასაწყისში საქართველოში გაეროს ოფისის გახსნა მოჰყვა. მას შემდეგ ქვეყანაში გაეროს ბევრი სააგენტო, ფონდი და პროგრამა დამკვიდრდა. ისინი გუნდურად მუშაობენ, რათა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უპასუხონ და ხელი შეუწყონ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გააუმჯობესებას.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

ჩვენი მიზნები

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მანდატი საქართველოში საკმაოდ ფართოა. გვეამაყება, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოს მიღწევებში, მათ შორის სხვადასხვა წარმატებული რეფორმის გატარებასა და ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ არსებულ გამოწვევებს და მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

როგორც ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აერთიანებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების თანამონაწილის ცოდნასა და გარე დამკვირვებლის ობიექტურობას. მისი ვალდებულებაა გაავრცელოს ცოდნა, გამოცდილება და რესურსები, რათა ადამიანებსა და საზოგადოებებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

რას ვაკეთებთ

სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს ოთხ ძირითად სფეროში :

  • დემოკრატიული მმართველობა
  • ეკონომიკური განვითარება
  • გარემოს დაცვა და ენერგეტიკა
  • კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია

ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა ჩვენი ყველა პროგრამის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.

Erotik film kralcafe.net