კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია

საზაფხულო ბანაკი ურეკში. ივლისი 2012

ფოტო: მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანი/UNDP

 

კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია UNDP-ის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

UNDP-ის მიდგომა გულისხმობს როგორც უშუალოდ კონფლიქტის ზონაში მუშაობას, ასევე კატასტროფათა რისკის მართვის გაუმჯობესებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

კრიზისიდან განვითარებისკენ

UNDP-მ განახორციელა ორწლიანი დახმარების პროგრამა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში. სასკოლო შენობების, ხიდებისა და წყლით მომარაგების სისტემების აღდგენა, მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა და ახალი სახელობო პროგრამების დანეგვა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.  

კატასტროფათა რისკის შემცირება

UNDP ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა სხვადასხვა სახის ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების პრიორიტეტულ სფეროებში. ამ მიმართულებით იგი სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობს, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

 

Erotik film kralcafe.net