მარცხნიდან მარჯვნივ: ელჩი პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, და ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.
UNDP/დავით ხიზანიშვილი
ფოტო გალერეა

საკონტაქტო ინფორმაცია

 

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

ტელ: +995 (32) 2251126 ext.158

მობ: +995 599 19690

sophie.tchitchinadze@undp.org

www.facebook.com/UNDPGeorgia

 

 

წარმატების ისტორიები

 

ფოტოები

 

მედია მონიტორინგი არჩევნების პერიოდში

2010-07-01

თბილისი. 1 ივლისი 2010 – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აწყობენ მსჯელობას საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგის შედეგების შესახებ.  

მედია მონიტორინგი 2010 წლის მაისსა და ივნისში განხორციელდა. ახალი ამბების ძირითადი გამოშვებებისა და შერჩეული პოლიტიკური თოქ შოუების ყოველდღიური მონიტორინგი 6 სატელევიზიო არხზე მიმდინარეობდა: იმედი, კავკასია, მაესტრო, რეალ ტი-ვი, რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ახორციელებდა.

”მონიტორინგი განამტკიცებს მედიის სოციალურ კავშირებს საზოგადოებასთან და ხელს უწყობს პროფესიონალური და დამოუკიდებელი ჟუნალისტიკის  ჩამოყალიბებას. მონიტორინგის შედეგები ობიექტურ ინფორმაციას აწვდის მოქალაქეებს, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება”, - თქვა დღეს ჩატარებულ კონფერენციაზე ელჩმა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. 

6-კვირიანი მედია მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგები წარმოდგენილი იყო ყოველკვირეულ სატელევიზიო პროგრამაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა. მსჯელობაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მედია ექსპერტები.

მონიტორინგის რაოდენობრივ შედეგებს აქვეყნებდა ინტერნეტ ჟურნალი Civil.Ge.
“საქართველოში ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მედია ისეთ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესებში, როგორიცაა არჩევნები. საარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგის დასრულების შემდეგ, ჩვენ არაერთხელ შევხვდით სამოქალაქო საზოგადოებისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს. მათ გამოხმაურებასა და მოსაზრებებზე დაყრდნობით სამომავლო გეგმებს შევიმუშავებთ”, - თქვა ჯეიმი მაკგოლდრიკმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა.    

საარჩევნო კამპანიის მედია მოიტორინგი უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს. მისი მიზანია მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება და მოსახლეობისათვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდება. პროექტს, რომლის ბიუჯეტიც 500 ათას ევროს შეადგენს, აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სოფო ჭიჭინაძეს, გაეროს განვითარების პროგრამის პრეს სამსახურის ხელმძღვანელს, +995 32 251126, 899 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძეს, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელს, +995 32 943763, tamriko.mikadze@ec.europa.eu 

Erotik film kralcafe.net