საკონტაქტო ინფორმაცია 

რ.ერისთავის ქ. #9
თბილისი 0179 საქართველო

ტელ: +995 (32) 2251126
ფაქსი: 995 (32) 2250271
ელ.ფოსტა: registry.ge@undp.org

 

გაერო საქართველოში

 

საქართველოს ხელისუფლება

 

საერთაშორისო ორგანიზაციები

 

მუდმივი წარმომადგენელი

ჯეიმი მაკგოლდრიკი

 

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
 

2009 წლის დეკემბერში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაინიშნა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის თანამდებობაზე.

მანამდე იგი თერთმეტი წელი გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინირების ოფისში (OCHA) მუშაობდა.

2006-2009 წლებში, ჯეიმი მაკგოლდრიკი მოღვაწეობდა OCHA-ს სათაო ოფისში, ჟენევაში, სადაც ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარული კოორდინირებისა და ჰუმანიტარული რეფორმის ხელშეწყობის განყოფილებებს.  

2002-2006 წლებში ჯეიმი მაკგოლდრიკის ხელმძღვანელობითა ან უშუალო მონაწილეობით შესრულდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია, მათ შორის: ლიბანის კრიზისის დაძლევის ხელშეწყობა (2006), პაკისტანის მიწისძვრის შემდგომი რეაბილიტაცია (2006), ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სახელმწიფოების ხელშეწყობა სხვადასხვა სახის კრიზისული ვითარების პირობებში (2002-2005).

სხვადახვა წლებში ჯეიმი მაკგოლდრიკი მუშაობდა პალესტინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალკანეთსა და ტაჯიკეთში.

იგი აგრეთვე თანამშრომლობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასთან ლიბერიაში (1994-1995), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ბოსნიაში (1993-1994) და ბრიტანულ ფონდთან ”გადავარჩინოთ ბავშვები” სომალისა და სიერა ლეონეში (1991-1993).

პროფესიული კარიერის დასაწყისში ჯეიმი მაკგოლდრიკი ჟურნალისტი გახლდათ. 1988-1991 წლებში იგი დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა სატელივიზიო კომპანიასთან თანამშრომლობდა. მათ შორისაა BBC, Sky TV, მე-4 არხი (Channel 4) და ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობა (Middle East Broadcasting).

ჯეიმი მაკგოლდრიკმა როშვილის უნივერსიტეტში მიიღო სამაგისტრო ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში. ხოლო ბაკალავრის ხარისხი - გლაზგოს კარლტონის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). მას აქვს საერთაშორისო სერთიფიკატები კატასტროფათა მართვისა და პრევენციული დიპლომატიის სფეროებში, რომლებიც მან ვისკონსინისა (აშშ) და კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტებში მიიღო.

მშობლიური ინგლისური ენის გარდა ჯეიმი მაკგოლდრიკი თავისუფლად საუბრობს ფრანგულად.

 

გაეროს მუდმივი კოორდინატორის წლიური ანგარიშები

მიმაგრებული დოკუმენტები
Erotik film kralcafe.net