რას ვაკეთებთ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას შეასრულოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში. მხარს ვუჭერთ ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებასა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვას.
კონფლიქტის რეგიონებსა და კრიზისის ზონებში ვზრუნავთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე და ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაზე.
საქმიანობის სფეროები
სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს ოთხ ძირითად სფეროში :
ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა ჩვენი ყველა პროგრამის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.
განვითარების პროგრამებზე დახარჯული რესურსები
ინფორმაცია მოცემულია 2012 წლის იანვრის მდგომარეობით:
|
წელი |
სულ |
ძირითადი რესურსები |
არაძირითადი რესურსები |
|
2011 |
16,856,800 |
1,360,368 |
15,496,432 |
|
2010 |
14,394,043 |
1,757,092 |
12,636,951 |
|
2009 |
13,615,114 |
2,702,842 |
10,912,272 |
|
2008 |
11,467,223 |
2,764,896 |
8,702,327 |
|
2007 |
8,819,277 |
1,391,003 |
7,428,274 |
|
2006 |
13,656,580 |
1,643,320 |
12,013,260 |
|
2005 |
12,727,380 |
2,088,193 |
10,639,187 |
|
2004 |
10,691,580 |
1,987,900 |
8,703,680 |

