ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელის მოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო, განსაზღვროს და 2015 წლისათვის განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

თითოეული მიზნისათვის საქართველომ საკუთარი პრიორიტეტები და მაჩვენებლები შეიმუშავა.

 

მიზანი 1: უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა

საქართველოში: უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა

მაჩვენებლები:

  • სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რიცხვის ორჯერ შემცირება.
  • არადაბალანსებული კვების მქონე მოსახლეობის რიცხვის ორჯერ შემცირება.
  • კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია.

 

მიზანი 2: დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში

საქართველოში: განათლების სისტემის დახვეწა

მაჩვენებლები:

  • საშუალო განათლების 12-წლიან ციკლზე გადასვლა. სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების საერთაშორისო სისტემებში გაწევრიანება. ინსტიტუციური შესაბამისობა სასკოლო განათლების თანამედროვე სისტემებთან.
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტირების სისტემის შემოღება. ინსტიტუციური შესაბამისობა უმაღლესი განათლების თანამედროვე სისტემებთან.
  • პროფესიული სწავლების დახვეწა სამუშაო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის განვითარების ინსტიტუციონალური ხელშეწყობის გათვალისწინება.    
  • ინკლუზიური და ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების არსებობა. ეროვნულ სასწავლო პორგრამებში ინკლუზიური განათლების გათვალისწინება.

 

მიზანი 3: გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა

საქართველოში: გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა

მაჩვენებლები:

  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა დასაქმებაში.
  • პოლიტიკურ მოღვაწეობაში და მართვის ყველა დონეზე თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

 

მიზანი 4: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

საქართველოში: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

მაჩვენებლები:

  • ხუთ წლამდე სიკვდილიანობის ორი მესამედით შემცირება

 

მიზანი 5: დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

საქართველოში: დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

მაჩვენებლები:

  • მშობიარობის დროს სიკვდილიანობის ორი მესამედით შემცირება

 

მიზანი 6: აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა

საქართველოში: აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა

მაჩვენებლები:

  • 2015 წლისათვის აივ/შიდსის გავრცელების შეჩერება და კლება.
  • 2015 წლისათვის მალარიისა და სხვა დაავადებების გავრცელების შეჩერება და კლება.

 

მიზანი 7: ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა

საქართველოში: ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა

მაჩვენებლები:

  • სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება. ბუნებრივი რესურსების დანაკარგების შემცირება.
  • სასმელის წყლის მუდმივი მიწოდების გარეშე მცხოვრები მოსახლეობის რიცხვის ორჯერ შემცირება.
  • საცხოვრებელი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. მუნიციპალური (სოციალური) საცხოვრებლის კომპონენტის შემოღება და განვითარება.

 

მიზანი 8: მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისათვის

საქართველოში: მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისათვის

მაჩვენებლები:

  • სავაჭრო და საფინანსო სისტემების შემდგომი სრულყოფა და განვითარება.
  • შიდა ეროვნული და საერთაშორისო ზომების გამოყენება საქართველოს დავალიანების პრობლემის მოსაგვარებლად.
  • საკომუნიკაციო სისტემის დახვეწა. ქალაქსა და სოფელს შორის ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა.  
Erotik film kralcafe.net