MDG - ათასწლეულის განვითარების მიზნები

2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდენენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, შიმშილი, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, გენდერული უთანასწორობა და სხვა.

ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი:

1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში
3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა
4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება
5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა
7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელის მოწერით, საქართველომ  აიღო ვალდებულება, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავეს, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ მომზადდა 2005 წლის სექტემბერში.

გაეროს განვითარების პროგრამამ აგრეთვე დახმარება გაუწია თბილისის მერიას თბილისში ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშის შემუშავებაში.  

ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია,  წარმოგვიდგენს ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

 

Erotik film kralcafe.net