ეკონომიკური განვითარება

პროფესიული სწავლება ფოთის პროფესიულ კოლეჯში "ფაზისი". ივლისი 2012

ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

 

საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, UNDP ეკონომიკური განვითარების პროგრამა გააფართოვებას განაგრძობს. UNDP ხელს უწყობს ისეთი რეფორმების გატარებას, რომელიც მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. იგი აგრეთვე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან თანამშრომლობას.

ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა

ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობის მიზნით UNDP თანამშრომლობს ისეთ საკვანძო უწყებებთან, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, სტატისტიკის დეპარტმენტი და ეროვნული ბანკი.

პროფესიული განათლების ხელშეწყობა

UNDP დახმარებას უწევს საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების ჩამოყალიბებას. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ხელს უწყობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ცენტრებში ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, UNDP-მ თანამშრომლობს გორის უნივერსიტეტთან და მის ბაზაზე ხელს უწყობს შიდა ქართლში პროფესიული სწავლებისა და გადამზადების განვითარებას.

რეგიონული განვითარების ინიციატივები

კახეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში მიმდინარე პროექტები ამ რეგიონების წარმატებულ განვითარებას ემსახურება. 

მიკროდაფინანსება ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადრეული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს მიკრო კრედიტების გაცემას შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ამ მიმართულებით იგი ადგილობრივ მიკრო საფინანსო ისტიტუტებთან თანამშრომლობს.

გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2006 წლის დეკემბრიდან არსებობს და 32 კერძო კომპანიას, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციას მოიცავს.

სოციალური მომსახურების ხელშეწყობა

UNDP ხელს უწყობს საქართველოში სოციალური საცხოვრისის კონცეფციის დანერგვას. ამ მიმართულებით იგი თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს. UNDP-ის დახმარების მიზანია მუნიციპალიტეტების სტრუქტურაში სოციალური მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა და შესაბამისი პროფესიონალების მომზადების უზრუნველყოფა. 

 

Erotik film kralcafe.net