ჰუმანური განვითარება

ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

ათასწლეულის განვითარების მიზნები

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელის მოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე.

საქართველოს ჯერაც არა აქვს შემუშავებული ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის ეროვნული სტრატეგია. 2004 წელს საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში გამოიცა, ხოლო 2005 წელს – განხორციელების პროგრესის შესახებ ანგარიში.

2007 წელს თბილისი გახდა მსოფლიოს პირველი დედაქალაქი, რომელმაც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საკუთარი გეგმა შეიმუშავა. მის შედგენაში თბილისის მერიას გაეროს განვითარების პროგრამამ გაუწია დახმარება.

ჰუმანური განვითარების ეროვნული ანგარიში 

ჰუმანური განვითარების ეროვნული ანგარიში ეყრდნობა კონსულტაციებს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან.

2008 წელს UNDP-მ გამოსცა ანგარიში რეფორმები და რეფორმებს მიღმა, რომელიც იკვლევს, თუ რა გავლენა იქნია საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე.

პროექტები

პროექტის ID სათაური ხანგრძლივობა
00077610 სოციალური დაუცველობის (მოწყვლადობის) კვლევა 2011-02-15 - 2011-12-31
Erotik film kralcafe.net